
Neo Browser
ბრაუზერი შექმნილია Windows10.ge-ის გუნდის მიერ.
ინტერნეტი შენს ენაზე.
ქართული, ინგლისური და რუსული ინტერფეისი, საყვარელი საიტები ერთ სივრცეში და შენზე მორგებული თემები.
შექმნილია სწრაფი და კომფორტული ყოველდღიური მუშაობისთვის, უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე აქცენტით. ბრაუზერს არ აქვს საკუთარი სარეკლამო თრექინგი. მონახულებულ საიტებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ტრეკერები.
Windows · 64-bit v0.4.1 117.0 MB უფასო
სატესტო ვერსია
ყველაფერი ყოველდღიური გამოყენებისთვის
სამი ენა
ქართული, English და Русский.
Speed Dial
დაამატე და დაალაგე საყვარელი საიტები.
შენი ფერები
მუქი, ნათელი და სისტემური თემა, ხუთი ფერის აქცენტით.
სანიშნეები და ისტორია
შენახული გვერდები და ძებნა გახსნილ ჩანართებში.
PDF და ჩამოტვირთვები
გვერდის შენახვა PDF-ად და ფაილების ჩამოტვირთვის მართვა.
განახლებები
ახალი ვერსიის ჩამოტვირთვა ფონურად და ჩუმად დაყენება ფანჯრების დახურვის შემდეგ. ფუნქცია პარამეტრებიდან იმართება.
დაყენება მარტივია
- ჩამოტვირთეWindows-ის საინსტალაციო .exe ფაილი.
- დააყენეგახსენი Setup და მიჰყევი დაყენების ნაბიჯებს.
- მოირგეაირჩიე ენა, თემა და დაამატე შენი საიტები.
ეს სატესტო ვერსიაა. Windows-მა შესაძლოა აჩვენოს უცნობი გამომცემლის გაფრთხილება. Windows-ის დაცვის გამორთვას არ გირჩევთ.
შენი მონაცემები და კონფიდენციალურობა
ჩვეულებრივ რეჟიმში ისტორია, სანიშნეები და Speed Dial შენს კომპიუტერზე ინახება. პარამეტრებიდან შეგიძლია ცალ-ცალკე გაასუფთაო ისტორია, ჩამოტვირთვების სია, Cookies და ქეში. ფაილები და სანიშნეები ამით არ იშლება.
პაროლების მენეჯერი ლოკალურად მუშაობს Windows-ის დაცვით. Google-ით შესვლისა და ცალკე კოდური ფრაზის შეყვანის შემდეგ შეგიძლია სანიშნეების, Speed Dial-ისა და პარამეტრების დაშიფრული სინქრონიზაცია Google Drive-ით. ისტორია, Cookies და პაროლები არ იტვირთება. შესვლის გარეშე სინქრონიზაცია გამორთულია.
ინკოგნიტო არ ინახავს მონახულებული გვერდების ისტორიას. ამ ფანჯრის დახურვისას მისი დროებითი Cookies იშლება, თუმცა შენ მიერ შენახული სანიშნეები და ჩამოტვირთული ფაილები რჩება. ინკოგნიტო არ არის VPN და აქტივობას არ მალავს საიტებისა და ინტერნეტპროვაიდერისგან.
ხშირი კითხვები
ბრაუზერი უფასოა?
დიახ. Neo Browser-ის ჩამოტვირთვა და გამოყენება უფასოა.
ტელეფონზე დაყენება შეიძლება?
ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ Windows-ის 64-ბიტიანი ვერსია. Android-ის ვერსია ჯერ არ გამოშვებულა.
როგორ განახლდება?
Setup-ით დაყენებული ბრაუზერი ჩამოტვირთავს საიტზე გამოქვეყნებულ ახალ ვერსიას. ჩუმი დაყენება იწყება მხოლოდ ყველა ფანჯრის დახურვისა და ჩამოტვირთვების დასრულების შემდეგ. ხელით გადატვირთვაც ხელმისაწვდომია. ორივე ფუნქცია პარამეტრებიდან იმართება.
სად ინახება ჩემი ისტორია და სანიშნეები?
ისტორია, სანიშნეები და Speed Dial ინახება შენს კომპიუტერზე. შენ მიერ მონახულებულ საიტებს მონაცემთა დამუშავების საკუთარი წესები აქვთ.
Chrome-ის ყველა ფუნქცია აქვს?
Neo Browser მუშაობს Chromium-ის ძრავზე, თუმცა ჯერ სატესტო ვერსიაა. აქვს ლოკალური პაროლების მენეჯერი და Google Drive-ით Neo Browser-ის მონაცემების სინქრონიზაცია. Chrome-ის გაფართოებები და Chrome Sync ჯერ არ არის მხარდაჭერილი.
