სამომხმარებლო შეთანხმება და ხელშეკრულების პირობები
WINDOWS10.GE-ის (შემდგომში გამყიდველი) ვებ-სატზე (შემდგომში ვებ-საიტი) მომსახურების შეკვეთით თქვენ (შემდგომში მომხმარებელი) ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ქვემოთ მოყვანილ სარგებლობის წესებსა და ხელშეკრულების პირობებს:
1. ზოგადი წესები და პირობები:
- 1. გამყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები პირობებში; მომხმარებლის მიერ ვებ-საიტის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე;
- 2. მომხმარებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს ან უნდა გააჩნდეს მშობლების ნებართვა ვებ-საიტის გამოყენებაზე;
- 3. მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც განხორციელებულია ვებ-საიტზე მისი სახელით; მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე (ელ. ფოსტა, პაროლი და სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო მონაცემები); მომხმარებელი პასუხს აგებს მის მიერ ვებ-საიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე;
- 4. გამყიდველი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ან წაშალოს მომხმარებლის მიერ ვებ საიტზე განთავსებული ინფორმაცია (პირადი შეტყობინებების ჩათვლით), რომელიც არღვევს ვებ-საიტის გამოყენების წესებს და პირობებს;
- 5. გამყიდველი უფლებამოსილია წინასწარ არ შეატყობინოს მომხმარებელს ვებ საიტზე ან მის ნებისმიერ სერვისზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ, ამავდროულად გამყიდველი არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს მომხმარებელს ამგვარი ქმედებით..
- 6. წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა იკრძალება: ვებ-საიტის კონტენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა გზით გამოყენება, გამყიდველის ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამყიდველმა ან უფლებათა მფლობელმა აშკარად გამოხატა თანხმობა ნებისმიერი პირის მიერ კონტენტის გამოყენებაზე;
- 7. გამყიდველი არ ამოწმებს მესამე პირებს, მათ კონტენტსა და ვებ-საიტებს მათში განთავსებული ინფორმაციის სრულფასოვნებასა და უტყუარობაზე. გამყიდველი პასუხს არ აგებს მესამე პირების ვებ-საიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მესამე პირების ვებ-საიტზე გადასვლა განხორციელდა გამყიდველის ვებ-საიტზე არსებული ბმულით / კავშირით, ან მესამე პირების მიერ განთავსებული კონტენტის საშუალებით;
- 8. ვებ-საიტი ან/და მისი რომელიმე სერვის(ებ)ი შესაძლოა გახდეს მთლიანად ან ნაწილობრივ ხელმიუწვდომელი გამყიდველის მიერ პროფილაქტიკური ღონისძიების გატარების ან ნებისმიერი სხვა ტექნიკური მიზეზით. გამყიდველს აქვს უფლება გაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე;
- 9. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი: შეცდომებზე; დაშვებებზე; დეფექტებზე; შეწყვეტებზე და დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემისას; გადამცემი ხაზების გაუმართაობაზე; მომხმარებლის მასალების მოპარვა, განადგურება და არასანქცირებულ წვდომაზე; სატელეფონო ქსელების ან სამსახურების, კომპიუტერული სისტემების, სერვერების, ან პროვაიდერების, კომპიუტერული ან სატელეფონო მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის, ელ. ფოსტის სერვისების ტექნიკურ გაუმართაობაზე ან სხვა სახის ტექნიკურ პრობლემებზე;
- 10. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი, თუ მიადგა ზიანი მომხმარებლის ან სხვა მესამე პირის კომპიუტერს (ან მის რომელიმე ნაწილს) ან მობილურ მოწყობილობას, მომხმარებლის მიერ ვებ-საიტზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვისას.
- 11. პირობებზე დათანხმება ანიჭებს გამყიდველს უფლებამოსილებას საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში მიიღოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული სერვისების განსახორიცლებლად.
- 12. თუ მყიდველი თვითონ აგზავნის კურიერს (კომპანია ან კერძო პირი) პროდუქციის ჩვენგან წასაღებად, მაშინ გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი კურიერის მიერ პროდუქციის დაზიანების ან მომსახურების არაჯეროვნად შესრულებაზე. გამყიდველმა პრეტენზიით უნდა მიმართოს უშუალოდ კურიერს.
- 13. მყიდველი/მომხმარებელი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, მათ შორის მიმღების არაზუსტი დასახელების და მისამართის მიწოდების გამო.
პროდუქტზე საგარანტიო პირობები:
- 14. თითოეულ პროდუქციაზე ვრცელდება გარკვული სახის გარანტია, რომელსაც მყიდველი ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს ყიდვის მომენტში. ტვ ბოქსებზე და სხვა ელექტრო ტექნიკაზე გარანტია ვრცელდება ქარხნულ წუნზე. ტვ ბოქსებზე საგარანტიო ვადა არის 2 კვირა, სხვა ელექტრო ტექნიკაზე საგარანტიო ვადა არის 1 კვირა. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია პროდუქცია მიიტანოს გამყიდველთან, ხოლო გამყიდველი ვალდებულია შეაკეთოს ან გამოცვალოს პროდუქცია იგივე მოდელში გონივრულ ვადაში. პროდუქციის მიწოდების ხარჯებს არ ანაზღაურებს გამყიდველი.
- 15. გაყიდული პროდუქცია არ ბრუნდება და არც იცვლება სხვა მოდელში. ამიტომ მყიდველმა არ უნდა შეიძინოს პროდუქცია გაუთვითცნობიერებლად, საცდელად, გასასინჯად ან დროებით გამოსაყენებლად.
- 16. გარანტია არ ვრცელდება საჩუქრად გადაცემულ პროდუქტებზე.
- 17. გარანტია არ ვრცელდება აპლიკაციებზე, დაინსტალირებულ პროგრამებზე, რომლებიც არ არის ჩვენი შექმნილი და დაინსტალირებულია ჩვენს მიერ ან საჩუქრად ან კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე. ასევე, დემონსტრაციის მიზნით შეიძლება დაინსტალირებული იყოს უფასო ან ფასიანი რომელიმე აპლიკაცია, რომელშიც შეიძლება შეყვანილი იყო ჩვენი ინფორმაცია, დემო ანგარიში ან სხვა რაიმე. მომხმარებელს თავისი სურვილით შეუძლია გამოიყენოს ეს აპლიკაცია თუ იგი კმაყოფილია და არ შეცვალოს ჩვენს მიერ შეყვანილი ინფორმაცია თუ ეს აპლიკაცია ამის საშუალებას აძლევს. ან თუ უნდა შეცვალოს თავისი ინფორმაციით. არცერთ შემთხვევაში ჩვენ გარანდიას არ ვიძლევით ამ აპლიკაციების მუშაობის ხარისხზე, ფინანსურ მხარეზე და მუშაობის ხანგრძლივობაზე..
- 18. გარანტია არ ვრცელდება სატელევიზიო არხების ჩვენებაზე და მოწოდების ხარისხზე, რადგან ჩვენ არ ვქმნით და არ ვაწვდით სატელევიზიო არხებს. მომხმარებლებს თვითონ უნდა ქონდეთ საკმარისი ინფორმაცია თუ როგორ შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო სატელევიზიო არხები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.
- 19. გარანტია არ ვრცელდება თუ მომხმარებელმა: დააზიანა პროდუქცია; დააზიანა პროდუქციის შეფუთვა; დააზიანა პროდუქციის სასაქონლო სახე; შეცვალა პროდუქციის სისტემური პროგრამა (ე.წ. Firmware ანუ Прошивка).